ავტორი: ჯოზეფ რ. სტრომბერგი
თარგმანი: თამარ ხვთისიაშვილი
1. ბასტიას უარყოფა
ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრე ფრანგი ლიბერალი ეკონომისტი ფრედერიკ ბასტია მრავალი წლის მანძილზე მძლავრ ზეწოლას განიცდიდა. კარლ მარქსმა მას "ზერელე და ვულგარული ეკონომიკის მეხოტბეების ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი" უწოდა.
ეს დახასიათება შესაძლოა, მარქსის გულისწყრომით იყო გამოწვეული იმ პოლიტიკური სატირიკოსის მიმართ, რომლის ნაშრომებიც ადვილად გასაგები იყო და სიცოცხლეშივე მკითხველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. არავინ სვამს კითხვას თუ რას გულისხმობდა სინამდვილეში ბასტია თავის ნაშრომებში, მაშინ, როცა მარქსის ბუნდოვანმა ნაშრომებმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გულისწყრომის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბასტია სოციალიზმის დაუნდობელი კრიტიკოსი გახლდათ.
ბასტია ისეთმა მეცნიერებმაც უარყვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მის მიმართ მეგობრულად უნდა ყოფილიყვნენ განწყობილნი. ჟოზეფ შუმპეტერი წერდა: "არ ვთვლი, რომ ბასტია ცუდი თეორეტიკოსი იყო, მიმაჩნია, რომ იგი თეორეტიკოსი სრულებითაც არ ყოფილა." ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ეკონომისტები ბასტიას დიდი ადამ სმითის იდეების "უბრალო გამავრცელებელად" თვლიდნენ.
იმ მწერალთაგან ერთ-ერთი, რომელებიც შედარებით კარგად იყვნენ ბასტიას მიმართ განწყობილნი, გერმანელი სოციოლოგი და სახელმწიფო თეორეტიკოსი ფრანც ოფენჰაიმერი იყო. იგი წერდა: "ბასტია ზუსტად განასხვავებს "წარმოებას" და "ძარცვას" (სწორედ ისე, როგორც ჯონ რეემ განასხვავა "წარმოება" და "მონაგარი") და ძარცვის ძირითად სახეებს აყალიბებს. ესენია: ომი, მონობა, თეოკრატია და მონოპოლია." ბასტია "ჩემს წინამორბედთაგან ერთადერთია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად განმარტავს მონოპოლიებს: ეს უკანასკნელი ძალისმიერი მეთოდებით იჭრება კონკურენციის პროცესში და მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებულ ჯანსაღ ურთიერთობებს ამახინჯებს".
2. ბასტიას ცხოვრება და ნაშრომები
ფრედერიკ ბასტია 1801 წლის ივნისში, ქალაქ ბეიონში დაიბადა. იგი 1818-1825 წლებში ბიძამისის კერძო ბიზნესში იყო დაკავებული. სწორედ ამ პერიოდში მან მემკვიდრეობით მამის ქონება მიიღო და "ჯენტლმენი ფერმერი" გახდა. ამ საქმეების პარალელურად ბასტია პოლიტიკური ეკონომისტების – ჟან ბატისტ სეის, ადამ სმითის, დესტუ დე ტრეისის, შარლ კომტეს (რომელიც მისი რჩეული მწერალი იყო) და შარლ დუნოიერის ნაშრომებს ეცნობოდა. იგი ამ მოღვაწეების ნაშრომების შეს-წავლის შედეგად ჩაურევლობის პოლიტიკისა და ლიბერალიზმის მიმდევარი გახდა.
1844 წელს ბასტიამ Journal des Économistes-ში და კიდევ სხვა მრავალ გაზეთში სტატიების და ბროშურების გამოქვეყნება დაიწყო. მის ორტომეულს – "ეკონომიკური სოფიზმები" – (Sophismes Économiques) საზოგადოება 1844-1845 წლებში გაეცნო. 1845 წელს ბასტია რიჩარდ კობდენს შეხვდა და 1846 წელს თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ფრანგულ მოძრაობაში ჩაება. 1848 წლის რევოლუციის შედეგად ბასტია საფრანგეთის საკანონმდებლო ასამბლეის წევრი გახდა, სადაც მემარცხენე ფრთას წარმოადგენდა. აქ იგი სამოქალაქო თავისუფლებებს იცავდა და ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგ გამოდიოდა, ამ უკანასკნელ საკითხს ორივე ფრთა, როგორც მემარჯვენეები, ისე მემარცხენეებიც ერთნაირად ემხრობოდნენ. ბასტიამ ეკონომიკის სრული თეორიული ანალიზი Harmonies Économiques-ში გადმოსცა. ამ ნაშრომის ნაწილი მხოლოდ მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. მის ნაშრომებს დიდი გავლენა ჰქონდა საფრანგეთის ფარგლებს გარეთაც, მაგალითად, ბელგიაში, იტალიაში, შევდეთსა და პრუსიაში. ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრე იტალიელი ლიბერალი ფრანჩესკო ფერარა განსაკუთრებით მოინუსხა ბასტიას ანალიზით, რომელიც შექმნილი სიმდიდრის პოლიტიკურ მიტაცებას ("ძარცვა") ეხებოდა. ბასტიას Oeuvres Complétes (პარიზი. გიომინი [ეს წიგნი მრავალჯერ გამოიცა]) ექვსი ტომისგან შედგება. ამ ნაშრომის მხოლოდ ორი მეხუთედია თარგმნილი ინგლისურ ენაზე. ნაშრომი Harmonies Économiques კი ინგლისურად სრულადაა წარმოდგენილი, მაგრამ "ეკონომიკური სოფიზმები" და "პოლიტიკური ეკონომიკის რჩეული ესეები (სამივე წიგნი FEE-ს მიერ გამოიცა 1964 წელს) არ მოიცავს იმ ყველაფერს, რაც Sophismes Économiques-ის ფრანგულ ორტომეულშია გადმოცემული. ჯერ არ თარგმნილა Cobden et le Ligue, Libre-Échange, წერილების ორტომეული და სხვადასხვა ესეები.
3. როთბარდი ბასტიას ნამუშევრებსა და მის გავლენაზე
"ეკონომიკური აზროვნების ისტორიის" მეორე ტომში როთბარდი აღნიშნავს, რომ ბასტიას და ფრანგული ჩაურევლობის პოლიტიკის სკოლის დანარჩენი წარმომადგენლების აზრები ორად გაიყო და ერთმანეთის აზრების იგნორირება მოხდა. ბასტიამ ამასობაში გაცვლის საინტერესო და ნათელი ნიმუში შექმნა, რომელიც წარმოებასა და შრომაზე მეტად ადამიანურ მოთხოვნილებებს და მოხმარებას ანიჭებდა უპ-ირატესობას (ეს ის სფეროებია, სადაც ინგლისურმა ეკონომიკამ პასუხები ვერ იპოვა). მიდგომა ყურადღებას ამახვილებდა ორმხრივ სარგებელზე, რომელიც გაც-ვლით იყო გამოწვეული და თავადაც გაცვლებს იწვევდა.
როთბარდი წერს, რომ ბასტია "მიუთითებდა: ნებისმიერი საქონელი, ნედლეულის ჩათვლით, სწორედ იმიტომ არის საწარმოო ფაქტორი და იმიტომ აქვს ღირებულება, რომ ისინი არამატერიალურ წარმოებაში გამოიყენებიან", ამით ისინი ეკონომიკურ მეცნიერებას სმითისეული უფსკრულიდან ამოსვლაში ეხმარებიან. ბასტიამ ჩამსხვრეული ფანჯრის იგავით ქეინზიანური ეკონომიკა შექმნამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე უარყო. ამ იგავში, ჩახლართული პროტო-ქეინზიანური შეხედულების მქონე ეკონომისტი, "მესამე დონის ანალიტიკოსი", შენიშნავს, რომ ის, ვინც ფანჯარას ამსხვრევს, სინამდვილეში ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
როთბარდმა შენიშნა, რომ ბასტიას პოლიტიკური ეკონომიკა, რომელიც სახელმწიფო ძარცვასა და სახელმწიფოს პრივილეგირებულ ინტერესებზე იყო კონცენტრირებული, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მძლავრ იარაღად იქცა და კეთილდღეობის ანალიზში მნიშვნელოვან მტკიცებულებად ჩამოყალიბდა. თავად როთბარდზე ბასტიას გავლენა აშკარაა; რომ არაფერი ვთქვათ ლუდვიგ ფონ მიზესზე, რომლის "სოციალური რაციონალიზმი" საზოგადოების ბუნების და ეკონომიკური ცხოვრების ბასტიასეულ ხედვას ეფუძნება.
4. ბასტიას შრომების მთავარი თემები და სისტემა
"ეკონომიკურ ჰარმონიებში" გამოკვეთილი ბასტიას წერის ტექნიკა აშკარად, თანამედროვე ეკონომისტების მიმდინარეობასთან შედარებით, წინააღმდეგობრივი და "არასამეცნიეროა". აქ ვერ შეხვდებით შეუსაბამო ვარაუდს, რომელიც შეიძლება იყოს მართალი ან არ იყოს. ბასტია არ იყენებს მოდელირებას, გრაფიკებს და განტოლებებს. მისი ნაშრომები მხოლოდ რაციონალიზმს ეყრდნობა.
ჩვენს თანამედროვეებს კიდევ უფრო უცნაურად მისი პოლემიკური ნაშრომები ეჩვენებათ. ბასტია წერისას აქტიურად იყენებს იგავებს, იუმორისტულ დიალოგებს, ზღაპრებს, სატირას, ფრანგული ლიტერატურის პაროდიებს, და, შეიძლება ითქვას, ყველაზე საუკეთესო მეთოდს – reductiones ad absurdum (აბსურდამდე დაყვანა. რედ. შენ.). შედეგად, ბასტიას ყველა ნაშრომი, მათ შორის ყველაზე ტექნიკური ხასიათისაც კი, ძალზე "პოპულარულია". ბასტია, პრაქტიკული ბიზნესცოდნის მქონე გალანტური ფერმერი, დაობს გამოცდილებით და დასკვნის გაკეთებისას მკაფიო მტკიცებულებებს იყენებს. მისი ნაშრომები ჯამში ადვილად გასაგებია, რადგან მწერალი თითოეულ საკითხს დაწვრილებით წარმოადგენს.
მთლიანობაში, ბასტია საკუთარი ნაშრომებით ცდილობს, პოლიტიკური ეკონომიისთვის სასურველი შედეგი მიიღოს და სწორი მეთოდები და დასკვნები შეიმუშაოს. ამან სოციალიზმის მძლავრი კრიტიკა გამოიწვია როგორც მემარჯვენეების (პროტექციონისტები), ასევე მემარცხენეების მხრიდან. თემების ქვემოთ მოყვანილი მიმოხილვა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახებს ბასტიას იდეებს.
5. ეკონომიკის ბასტიასეული ხედვა და მეთოდი
ბასტიამ პოლიტიკურ ეკონომიკაზე საკუთარი შეხედულებები ეკონომიკური ჰარმონიების თითქმის შესავალშივე ჩამოაყალიბა: "თუ არსებობს ისეთი ზოგადი კანონები, რომლებიც დაწერილი კანონებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, და რომელთა მოქმედებაც მხოლოდ ამ უკანასკნელების მიერ საჭიროებენ რეგულირებას, მა-შინ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს ზოგადი კანონები; ისინი შეიძლება მეცნიერული კვლევის საგნებად ვაქციოთ, რომელსაც პოლიტიკური ეკონომიკა შეისწავლის" [1, გვ. 2]. თუ საზოგადოება დიდი გენიოსების მიერ შექმნილი სრულად დადგენილი წესრიგია, როგორც ამას რუსო ამტკიცებდა, მაშინ იქ პოლიტიკურ ეკონომიკას ადგილი არ ექნება. ბასტია რუსოს ამ ალტერნატივას იწუნებდა.
ამ პრაქსეოლოგიური დასაწყისიდან, ბასტია მრავალმხრივი გაცვლის "სოციალურ მექანიზმში" იხედება, რომელიც თითოეულ ინდივიდს შესაძლებლობას უქმნის, მი-იღოს ნაკლები გარჯით "მილიონჯერ უფრო მეტი, ვიდრე თავად შეეძლო ეწარ-მოებინა; ამავდროულად, არავის არავინ გაუქურდავს" [1, გვ. 4-5]. ეს გასაოცარი ფაქტი ემყარება "ბუნებრივ და გონივრულ წესრიგს", რომელიც ჩვენი ცოდნის გარე-შეც მუშაობს" [1, გვ. 6]. სწორედ ეკონომიკის საქმეა ის, რომ ჩავწვდეთ ამ წესრიგს. კომპლექსური წესრიგი ეფუძნება პირად ინტერესს, ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც უტოპისტები უარყოფენ მაშინ, როცა სოციალური სრულყოფის ნე-ბელობით გეგმებს აყალიბებენ [1, გვ. 7-8]. ბასტია აკვირდება: "თუ ისაა უცნაური, რომ ადამიანებს გამოკვეთილი პირადი ინტერესი გააჩნიათ, რომელიც არა მარტო უზნეო საქციელად მიიჩნევა, არამედ იგი ყველა ადამიანური მოქმედების წინასწარგანზრახული მამოძრავებელი ძალაა, უფრო მეტად უცნაურია ის ფაქტი, რომ მეცნიერები ყურადღებას არ ამახვილებენ ამაზე და ჰგონიათ, რომ სოციალურ მეცნიერებაში მუშაობა პირადი ინტერესის მითითების გარეშე შეუძლიათ" [1, გვ. 523]. პო-ლიტიკური ეკონომიკა და ეკონომიკური მეცნიერება ითვალისწინებს პირად ინტერესს. ბასტია განსაზღვრავს: "პოლიტიკურ ეკონომიკას საგანგებო სფერო გააჩნია ადამიანთა მცდელობების შესასწავლად, რომელთა დაკმაყოფილების შესაძლებლობა მაღალია; ასევე გააჩნია სანაცვლოდ მიღებული მომსახურებების შესწავლის საგანი; ეკონომიკა მცდელობებზე მეტად ადამიანების სურვილებს ანიჭებს უპირატესობას და, შედეგად, სწავლობს მცდელობებთან დაკავშირებულ სურვილებს და მათ დაკმაყოფილებას [1, გვ. 31].
პოლიტეკონომისტებს სურთ, ჩაწვდნენ წესრიგს, რომელიც ნებაყოფლობითი, პი-რადი ინტერესის მოქმედებითაა გამოწვეული. ისინი ვარაუდობენ, რომ ადამიანები ამ ცოდნის საფუძველზე იმოქმედებენ. ისევე მკაფიოდ, როგორც მიზესი, ბასტიაც ამბობს, რომ ეკონომიკა არ აცხადებს: "მე გიბიძგებ, მე გირჩევ, რომ არ მიუახლოვდე ცეცხლს" ან "მე გამოვიგონე სოციალური წესრიგი; ღმერთებმა შთამაგონეს ისეთი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც ცეცხლთან მიახლოებაში შეგიშლის ხელს." სრულებითაც არა; პოლიტიკური ეკონომიკა ამბობს, რომ ცეცხლი მწველია, იგი ახმოვანებს ფაქტს და შემდგომ ამტკიცებს მას. იმავენაირად უდგება მორალური და ეკონომიკური წესრიგის მსგავს ყველა სხვა ფენომენსაც. იგი ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ ფაქტის გახმოვანებაა საჭირო. ის ემყარება საფუძველს, რომ არც ერთ ადამიანს გააჩნია იმის სურვილი, რომ სასიკვდილოდ დაიწვას. ეს თან-დაყოლილი ინსტინქტია და იგი არ იცვლება [1, გვ. 527].
მათ, ვინც ფიქრობდა, რომ ეკონომიკა უბრალოდ თეორია იყო, ბასტია პასუხობდა, რომ თავად ეკონომიკურ თეორიათა მოწინააღმდეგეების წინადადებები ემყარებოდა ბუნდოვან თეორიებს: "ჩვენი თეორია იმდენად უმნიშვნელოდ უპირისპირდება პრაქტიკას, რომ სხვა არაფერია, თუ არა "თავად პრაქტიკით ახსნილი". ჩვენ ვაკვირდებით, რომ ადამიანები მოტივირებულნი არიან ინსტინქტური თავდაცვისა და პროგრესის სურვილით, და იმით, თუ რისი კეთება შეუძლიათ თავისუფლად და ნებაყოფლობით, სწორედ ესაა, რასაც ჩვენ პოლიტიკურ ეკონომიკას ვუწოდებთ... არასდროს გვეზარება აღვნიშნოთ, რომ ყველა ადამიანი პრაქტიკაში კარგი ეკო-ნომისტია, წარმოების ან გაცვლის დროს ხელმძღვანელობს იმით, თუ რის გაკეთებას თვლის იგი უფრო მომგებიანად. ყველა ადამიანი ამ მეცნიერებაში ცოდნას გამოც-დილებიდან იძენს; ან თავად მეცნიერებაა იგივე გამოცდილება, რომელიც ზუსტად აკვირდება მოვლენებს და მეთოდოლოგიურად გარდაქმნის მათ" [2, გვ. 84].
ბასტია რიტორიკულად კითხულობს თუ ვის უნდა ესაუბროს, რადგან: "უკვე აღი-არებული ფაქტია: "მე უგულო, ულმობელი ადამიანი, მშრალი ფილოსოფოსი, ინდივიდუალისტი და ბურჟუა ვარ – ერთი სიტყვით, ინგლისური ან ამერიკული სკოლის ეკონომისტი [3, გვ. 142]. აშკარაა, რომ სახელმწიფოს მიერ ჩარევის მოწინააღ-მდეგეთა მიმართ დამოკიდებულება, რომ ისინი სასტიკი მატყუარები იყვნენ, რომლებსაც მხოლოდ გამდიდრება აინტერესებდათ (რომელთაც სურთ, მართონ ქვრივები, ობლები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ.), სულაც არ ჩასახულან თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკაში.
6. ბასტია საზოგადოებაზე, წარმოებასა და გაცვლაზე
უგულო ბურჟუას სახელით გამოწვეული დაბრკოლების მიუხედავად, ბასტია კერ-ძო საკუთრებაზე დაფუძნებულ საბაზრო წესრიგზე აგრძელებდა წერას. იგი განხილვას ადამიანური მოთხოვნილებების არსებობით იწყებს; ეკონომიკა – ეს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. მათი დაკმაყოფილების ძიებაში ადამიანებმა ისწავლეს "როგორი სახის სარგებლიანობა არსებობს" [1, გვ. 27]. ზოგი რამ ბუნებაში თავისთავადაა მოცემული; ზოგი რამ ადამიანურ ჩარევას საჭიროებს, რომ გამოსაყენებელ პროდუქტად გადაიქცეს; "ადამიანებს ის კი არ შეუძლიათ, რომ არსებული მოლეკულების რაოდენობა გაზარდონ ან შეამცირონ, მათი როლი განისაზღვრება მოდიფიცირებაში ან ბუნებაში მოპოვებული ნივთიერებების შეერთებაში" [1, ამ ფორმულირებით ბასტია ჟ. ბ. სეის აზრს იმეორებს].
ადამიანური სურვილები ფიქსირებული არ არის. ეს პუნქტი მნიშვნელოვანია, რადგან "შეუძლებელია მექანიზმის, საგარეო კონკურენციის და ფუფუნების პრობ-ლემების სათანადოდ გადაწყვეტა მანამ, სანამ მოთხოვნილებები მუდმივ რაოდენობადაა მიჩნეული, ან მათ განუსაზღვრელად გამრავლების უნარზე არ არის ყურადღება გამახვილებული. იმისთვის, რომ ჩვენი პროგრესულად ზრდადი მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ, ჩვენ მატერიალურ საგნებს ვამუშავებთ. ამ პროცესში "გარკვეული მორალური ღირსებები, როგორიცაა, მაგალითად, მოწესრიგებულობა, წინდახედულება, თვითკონტროლი, მომჭირნეობა, პირდაპირ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაზე მოქმედებს" [1, გვ. 55].
ბასტია მონტანისა და რუსოს საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ადამიანები არ იყვნენ ბედნიერნი, როცა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ისინი საკუთარ წილს საზოგადოებაში მუდმივად აუმჯობესებენ და ყველაზე ნაყოფიერი მაშინაა ეს პრო-ცესი, როცა ეს საზოგადოება ნებაყოფლობით ორმხრივ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. ასე რომ, გაცვლა "არის პოლიტიკური ეკონომიკა. იგი თავად საზოგადოებაა, გაცვლის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების წარმოდგენა, როგორც გაცვლის წარმოდგენაა შეუძლებელი საზოგადოების არსებობის გარეშე" [1, გვ 59]. გაცვლა ადამიანთა კეთილდღეობას აუმჯობესებს და ეხმარება მათ, ბუნებრივი რესურსები ადამიანთა სასიკეთოდ გამოიყენონ. მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. "თუ ეს სიმართლეა, მაშინ საზოგადოება ჩვენი ბუნებრივი სახელმწიფოა, რადგან იგი სახელმწიფოს ერთადერთი ფორმაა, სადაც ჩვენ ნებაყოფლობით ცხოვრება შეგვიძლია" [1, გვ. 60].
მუსირებდა აზრი, რომ სწორედ ჩაურევლობის პოლიტიკის მიმდევარმა ლიბერალებმა გულგრილად დაიყვანეს ადამიანები არასოციალურ, ატომიზირებულ ინდივიდებამდე, რათა აბსურდულ მტკიცებამდე მისულიყვნენ. საინტერესოა, რომ ბასტია სრულიად სხვას ცდილობს. მან ანალიზში რობიზონ კრუზოს გმირი გამოიყენა, რომელსაც ეკონომისტები ასევე ხშირად იყენებდნენ გარკვეული საკითხების ასახსნელად. ბასტია აკვირდება, რომ კრუზოს გმირის შემქმნელი დანიელ დეფო რეალობას მაინც ვერ გასცდა, რადგან მისმა გმირმა "გემის დაღუპვის დროს რამდენიმე აუცილებელი საგანი გადაარჩინა, როგორიცაა საკვები, დენთი, შაშხანა, ცული, დანა, ბაწარი, ფიცარი, რკინა და ა.შ. – ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ადამიანისთვის საზოგადოება აუცილებელ გარემოს წარმოადგენს, რადგანაც თავად ნოველისტმაც კი ვერ შეძლო, რომ მის წარმოსახვით გმირს საზოგადოების პროდუქტის გარეშე ეცხოვრა [1, გვ. 64].
"და გაითვალისწინეთ, რომ კრუზომ მარტოობაში კიდევ ერთი სოციალური საუნჯე წაიღო, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს და მას თვით ტალღებიც ვერ შთანთქავს: ვგულისხმობ მის იდეებს, მის მოგონებებს, მის გამოცდილებას და განსაკუთებით მის ენას, რომლის გარეშეც იგი ვერ დაამყარებდა ურთიერთობას საკუთარ თავთან და ვერ ჩამოაყალიბებდა აზრებს" [1, გვ. 64]. დღეს ინდივიდებს და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობებზე რეალისტური ხედვა არსებობს, და ეს საინტერესო ეპისტომოლოგიური მიდგომა ჩემი განმარტებების გარეშეც აშკარაა. საზოგადოების არსის ფუნდამენტური წვდომა ყოველთვის წინა პლანზე იყო წამოწეული როგორც ბასტიას, ასევე სხვა კლასიკური ლიბერალი მკვლევარების ნაშრომებში.
ბასტიამ პოლიტიკური ეკონომიკის დასკვნით ნაწილში, რომელიც ფრანგული ლი-ბერალური სკოლის გაგებას ემყარებოდა, მკაფიოდ წარმოადგინა საკუთარი იდეები და რამდენიმე დარიგებაც შემოგვთავაზა. ღირებულების თეორიასთან დაკავშირებით იგი კონდილაკის ციტირებას ახდენს და ამბობს, რომ ნებისმიერი გაცვლის დროს უნდა არსებობდეს "ორმხრივი სარგებელი", სხვა შემთხვევაში გაცვლა არ მოხდება. ბასტია ცდილობს ამ მოსაზრებას ჩაუღრმავდეს და ამტკიცებს, რომ ღირებულება ჩნდება ერთი "მომსახურების" მეორე "მომსახურებაზე" გაცვლის დროს [3, გვ. 160-161].
ბასტია აღნიშნავს, რომ გაცვლა "ორ ფენომენს წარმოშობს: ადამიანთა ძალების გაერთიანებას და მათი საქმიანობის დივერსიფიკაციას (მრავალფეროვნებას), ანუ შრომის დანაწილებას [1, გვ. 67]. "ორმხრივ ბარტერს" შეუძლია მხარეებს შორის სავაჭრო სფერო გააფართოვოს, მაგრამ ეს "არაპირდაპირი გაცვლაა", რომელიც ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გაცვლითი ურთიერთობების საშუალებას იძლევა. აქ "ასევე ფასდება ორი მომსახურება, მაგრამ ეს შუამავალ საქონელთან მიმართებაში კეთდება, რასაც ფული ეწოდება" [1, გვ. 75].
ამ სახის სოციალური თანამშრომლობის გაფართოება ზრდის ადამიანების შრო-მისუნარიანობას და მოხმარებას. ამგვარად, "გაცვლის ზოგადი ბუნება მდგომარეობს მცდელობათა ნაკლები რაოდენობით მეტი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობაში. "ადამიანების ცხოვრება მდიდრულიც ხდება და ადვილიც. "უსარგებლო შრომა" (მიზესი), "მტანჯველი და მძიმე სამუშაოს შესრულება გაცვლისუნარიანი საქონლის შესაქმნელად [1, გვ. 482] არ ქრება, მაგრამ დრო და შრომის პირობები, რომელიც წარმოებაში იღებს მონაწილეობას, მუდმივად უმჯობესდება".
გაცვლის ფართო ქსელის კიდევ ერთ განშტოებას ადამიანებს შორის გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს. ბასტია წერს, რომ "დამოკიდებულება, რომელიც გაცვლის შედეგად მიიღება... ორმხრივი დამოკიდებულებაა. ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული უცხოელებზე, თუ თავად ისინიც არ იქნებიან ჩვენზე დამოკიდებულნი. სწორედ ესაა ის, რაც საზოგადოების ძირითად არსს აყალიბებს [2, გვ. 99]. ამრიგად, როცა ნაციონალისტი ეკონომისტები წუწუნებენ იმაზე, რომ უცხოურ საქონელზე არიან დამოკიდებულნი, სინამდვილეში ორმხრივად სასარგებლო სოციალური ურთიერთობების შემცირებისკენ მოუწოდებენ.
ბასტია კვლავ რუსოს, შეცდომების უდიდეს მასწავლებელს, უბრუნდება და კომენ-ტარს აკეთებს მის შემდეგ მტკიცებაზე, რომ "კანონმა უნდა შეცვალოს ადამიანები და უნდა შექმნას ან არ უნდა შექმნას საკუთრება. ჩემი აზრით, საზოგადოება, პიროვნებები და საკუთრება არსებობს და კანონზე მაღლა დგას (მაგრამ არ დგას საზოგადოებაზე მაღლა). საკუთრება კანონების არსებობის შედეგად კი არ წარმოიშვა, არამედ თავად კანონები წარმოიშვნენ საკუთრების არსებობის შედეგად [3, გვ. 97].
ბასტია სვამს კითხვას, "არის თუ არა საკუთრების უფლება დადებითი კანონებიდან წარმოშობილი კანონი, რომელიც დაწერილ კანონზე მაღლა დგას და ამ კანონების არსებობის მიზეზია. ეს თეორეტიკული და უსარგებლო კითხვა არაა, ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელობის კითხვა."
"ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ საკუთრება, ადამიანის არსებობის მსგავსად, აპრიორი ფაქტია. კანონი არც ადამიანს და არც საკუთრებას არ ქმნის. საკუთრება ადამიანური ბუნების აუცილებელი შედეგია" [3, გვ. 98-99].
"ადამიანი მესაკუთრედაა დაბადებული, რადგან იგი იმ მოთხოვნილებებით იბადება, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია მისი სიცოცხლისთვის და მას გააჩნია ორგანოები და ნიჭი, რომელთა ვარჯიში აუცილებელია ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად. ნიჭი ადამიანის გამოვლინებაა და საკუთრება სხვა არაფერია, თუ არა ადამინის ნიჭის შედეგი. ადამიანს ნიჭი რომ წავართვათ, მის სიკვდილს გამოვიწვევთ; მისი ნიჭის პროდუქტის წართმევის შემთხვევაშიც ადამიანის სიკვდილს გამოვიწვევთ [3, გვ. 99].
თანამედროვე ფრანგული სამართალი საგნებს არასწორ დანიშნულებას ანიჭებს, რაც რომაული სამართლის ფუნდამენტური შეცდომებიდან მომდინარეობს: "რომაელებს საკუთრება მხოლოდ წმინდა პირობით ერთეულად მიაჩნდათ – პროდუქტი, რომელიც ხელოვნურია და რომელიც დაწერილი კანონის შედეგად შეიქმნა. აშკარაა, რომ პოლიტიკური ეკონომიკის მსგავსად, ისინი ვერ ჩაუღრმავდებოდნენ ადამიანურ ბუნებას და მათ სურვილებს, ნიჭსა და შრომას შორის ურთიერთობის და კავშირების არსებობას და მათ აუცილებლობას". ასე რომ მოქცეულიყვნენ "ეს ქმედება აბსურდული და მომაკვდინებელი იქნებოდა მათთვის, რადგან "რომაელები არაკანონიერი შემოსავლებით ცხოვრობდნენ, მათი მთელი ქონება ძარცვის შედეგად იყო მოპოვებული და მათი ცხოვრება მონების შრომას ეფუძნებოდა... რომაელები საკუთრების წმინდა ემპირიულ განმარტებას მიმართავდნენ [3, გვ. 101].
რომაულ იდეოლოგიაში ჩაძირული იურისტები ირწმუნებიან, რომ საკუთრება კანონიდან წარმოიშობა. მაგრამ იურისტთა პრინციპი ფაქტობრივ მონობას ითვალისწინებს, ეკონომისტების პრინციპი კი თავისუფლებას გულისხმობს. ადამიანებს უნდა გააჩნდეთ საკუთრება, სხვათა მიერ შექმნილი პროდუქტით სარგებლობის უფლება; ჰქონდეთ მუშაობის, განვითარების, ნიჭის გავარჯიშების უფლება, და ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს თითოეული ადამიანის პირად გაგებას და ამ უფლებების იმპლემენტაციაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. იგი უფრო დამცველობითი ხასიათის ქმედებებით უნდა შემოიფარგლოს – აი, რა იგულისხმება თავისუფლებაში [3, გვ. 109-110].
ამრიგად, "თავისუფალი ვაჭრობა არასდროს ყოფილა გაიგივებული საბაჟო გადასახადების საკითხთან, არამედ იგი მხოლოდ უფლების, სამართლიანობის, საჯარო წესრიგის და საკუთრების საკითხებს მოიცავდა" [3, გვ. 111]. საკუთრებაში შეჭრა, რა სახითაც არ უნდა მოხდეს ის, ანადგურებს საკუთრებას. კერძო საკუთრებისადმი ასეთი დამოკიდებულება კომუნიზმს ახასიათებდა. ბასტია თავისუფლების და საკუთრების განცალკევებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს:
"მიმაჩნია, რომ თავისუფლებაში ინტეგრირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გამოხატავს ადამიანების გათავისუფლებას, შემდეგ ადამიანთა შრომას და, ბოლოს, ადამიანების შრომის შედეგს – რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თავისუფლება და საკუთრების უფლება ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება" [3, გვ 210].
"სახელმწიფოს მხოლოდ უკვე არსებული პიროვნული უფლებების მოწესრიგების უფლება შეიძლება გააჩნდეს. ჩემთვის გაუგებარია ისეთი კოლექტიური უფლებების არსებობა, რომელთაც საფუძველად ინდივიდუალური უფლება არ უდევთ ან არ გულიხსმობენ მას [3, გვ. 211]. ბასტია კერძო საკუთრებას აქტიურად იცავდა იმათგან, ვინც მის დამცირებას ცდილობდა. ბასტიამ იმ მწერლების ფართომასშტაბიანი კრიტიკა დაიწყო, რომლებიც მიწის იჯარის არსებობას ეწინააღმდეგებოდნენ. იგი იჯარას იმით ამართლებს, რომ მიწის მესაკუთრემ მომსახურება გასწია მიწა რომ გამოსადეგი გაეხადა [1, გვ. 236-283].
ყველა ამ მტკიცების საფუძველზე ბასტია ამბობს, რომ "სახელმწიფო მხოლოდ ჩამოყალიბებულ საზოგადო საპოლიციო ძალას უნდა წარმოადგენდეს; არ უნდა გაანდეს ჩაგვრის და ორმხრივი ძარცვის ინსტრუმენტები, პირიქით, იგი თითოეული მოქალაქისთვის სამართლიანობის დაცვის გარანტი უნდა იყოს (3, გვ. 151). რა თქმა უნდა, საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სავსე იყო საშიშროებით, რომელთა შესწავლასაც ბასტიამ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო. ეს საშიშროებები აზროვნების დროს დაშვებული სხვადასხვა შეცდომების გამო წარმოიშვა და ჩვენ ამ საკითხს კიდევ განვიხილვათ, სანამ პოლიტიკურ ეკონომიკაზე ამოვწურავთ საუბარს.
7. ბასტიას სილაბუსი ეკონომიკური შეცდომების საკითხზე
ბასტიას ესსე "ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს" მკაფიოდ გამოხატავს მეთოდებს, რომელსაც მწერალი საკუთარ ნაშრომებში იყენებს [3, 1-50]. ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს მეყსეულ, ხილულ შედეგებთან ერთად ნაკლებად თვალსაჩინო შედეგების დანახვაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა უფლებების დარღვევა, ეკონომიკური შესაძლებლობების შეკვეცა. ეს ნიშნავს პოლიტიკური საშუალებების გამოყენებით ადამიანებზე ღირებულებების თავსმოხვევას. შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ ამგვარი ღირებულებები არ არსებობს.
ბასტია აღნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების მოწინააღმდეგეებში, რომლებიც მისი ეპოქის პოლიტიკურ დებატებში იღებდნენ მონაწილეობას, გავრცელებული იყო დამოკიდებულება, რომელიც შემდეგნაირად გამოითქმის: "ზოგადად კი მისაღებია თქვენი აზრი, მაგრამ ფეიქრების, ნავთობის მწარმოებლების და კიდევ სხვათა შემთხვევაში, მაინც ყველაფერი სხვაგვარადაა". ეს იმის ტოლფასი იყო, რომ ეთქვათ: "არ არსებობს საყოველთაო პრინციპები" [3, გვ. 202 და 2, გვ. 96-98]. ეს ფართოდ გავრცელებულ პოლიტიკურ რეცეპტს წარმოადგენდა, რომლის შედეგი კომუნისტური იდეების საძაგელი ნაზავი და ისეთი კერძო საკუთრებაა, რომელიც პარტიული პოლიტიკის ნებას ემორჩილება. თანამედროვე სიტყვებით, ეს საყოველთაო სოციალური კეთილდღეობის ძალადობრივად უზრუნველმყოფი სახელმწიფოა, რომელიც ფრენსის ფუკუიამას საზოგადოდ ცნობილი მტკიცებით, ისტორიის მწვერვალია, ხოლო ბასტიას აზრით კი, მხოლოდ საღი აზრის სიკვდილი.
ფატალური შეცდომის კიდევ ერთ წყაროს მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში გაბატონებული კლასიკური განათლება წარმოადგენდა. ამ შეცდომებთან საბრძოლველად, ბასტია, პირველ რიგში, ხუმრობით აკადემიური ხარისხების გაუქმებას გვირჩევს. ამ საკითხებმა იგი "კლასიკური სწავლების დამახინჯების" გრძელვადიან დისკუსიაში ჩააბა. პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა: "ფრანგ ახალგაზრდებს იმ განზრახვით გზავნიან სკოლებში, რომ ისინი შრომისთვის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მოემზადონ, და რომ იქ მძარცველების და მონების ერზე შთაბეჭდილებით აივსონ". სოციალიზმი და კომუნიზმი სწორედ იმის შედეგია, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საეკლესიო სკოლებში, ანტიკური რომის ისტორია კრიტიკის გარეშე ისწავლება.
ე.წ. რომაული "პატრიოტიზმი", რომელმაც აღტაცებაში მოიყვანა თანამედროვეები, ეფუძნებოდა "უცხოელების სიძულვილს, ცივილიზაციების განადგურების სურვილს, ყველანაირი პროგრესის დახშობას, მსოფლიოს ცეცხლით და მახვილით დასჯას, ტრიუმფალურ ეტლზე ქალების, ბავშვების და მოხუცების ბორკილებით გამობმას". რომაული "მორალი" რომ დღეს კვლავ გაცოცხლდეს, "პარიზის შუაგულში ადამიანთა კავშირი უნდა არსებობდეს, რომელთაც სძულთ მუშაობა და მიდრეკილნი არიან საკუთარი მოთხოვნილებების სხვების მოტყუებით და მათზე ძალის გამოყენებით დაკმაყოფილებისკენ. ამის გარდაუვალი შედეგი მუდმივი ომია საზოგადოებასთან" [3, გვ. 248]. ბასტიას სჯეროდა რომ ამგვარი ადამიანების პოვნა პარიზში ძნელი სულაც არ იყო.
ადამიანი, რომელიც "საზოგადოებასთან ომის მდგომარეობაში" იმყოფება, თავისთავად უკვე საზოგადოების შესახებ რომაულ იდეებს იზიარებს. პირველი იდეა იყო ის, რომ "საზოგადოება კონტრაქტის შედეგად წარმოშობილ, ბუნებისგან დამოუკიდელად არსებულ მდგომარეობას წარმოადგენდა". თუმცა ეს მთლიანად ტყუილი არ იყო ანტიკურ სამყაროში: "რომი და სპარტა ნამდვილად ადამიანების ორი სხვადასხვა გაერთიანება იყო, რომლებსაც მსგავსი, განსაზღვრული დასასრული გააჩნდათ და ეს იყო ძარცვა; ისინი არ წარმოადგენდნენ კლასიკური გაგების საზოგადოებებს, ისინი სამხედრო არმიები იყვნენ" [3, გვ. 249]. კიდევ ერთი არასწორი კლასიკური შეხედულება, რომელიც თანამედროვეობაშიც პოპულარობას იხვეჭს, იყო ის, რომ "კანონი აყალიბებს უფლებებს", ასე რომ, კანონის დიდი შემქმნელები – ლიკურგუსი, სოლონი, ნუმა და პლატონი (თეორიის დონეზე) – ერების ნამდვილი დამფუძნებლები გამოდიან (იქვე).
ბასტია რამდენიმე ფრანგ მწერალს და სახელმწიფო მოღვაწეს განიხილავს, რომლებიც ცდილობდნენ ანტიკური შეცდომები, როგორც სასარგებლო, საფრანგეთზე მოეხვიათ. მათ შორის იყვნენ ფენელონი, როლინი, მონტესკიე, რუსო, მაბლი, რობესპიერი და სენ ჟიუსტი [3, გვ. 252-264]. ჩამოთვლილ მწერლებს საკუთარი დამსახურებები გააჩნიათ, მაგრამ პოლიტიკური დოქტრინის თანამედროვე საზოგადოებაზე მორგება მათ დამსახურებებში ნამდვილად არ შედის. სამწუხაროა, რომ მცდარმა რომაულმა მოდელმა ისეთ იურისტზეც მოახდინა გავლენა, როგორიც ვატელია.
რუსოს მიერ განახლებული კლასიკური სწავლება კიდევ უფრო საზიანო გახდა. რუსო "თავისუფლებას და საკუთრებას შორის ანტითეზისს" აყალიბებს. მისი მტკი-ცებით, მხოლოდ თავისუფლებაა ბუნებრივი, საკუთრება კი, პირობითი და ხელოვნური წარმონაქმნია და იგი დაუსრულებელ საკანონმდებლო თავისტკივილს წარმოადგენს "მუშაობის უფლებასთან, სუსტი დახმარების უფლებასთან და პროგრესულ საშემოსავლო გადასახადთან ერთად" [3, გვ. 268].
ბასტია განმარტავს, რომ მირაბუს და რუსოს მიერ საკუთრების ყველაზე ჭეშმარიტი მნიშვნელობის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დათმობამ დაუსრულებელი დისკუსია წარმოშვა. "თუ კანონს, რომელიც ქმნის და განალაგებს საკუთრებას, შეუძლია ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს თანასწორობისკენ, მაშინ რატომ არ შეუძლია ორი ნაბიჯით დაწინაურდეს? ან რატომ არ შეიძლება მიაღწიოს აბსოლუტურ თანასწორობას? [3, გვ. 269]. მართლაც, რატომაც არ შეიძლება მოხდეს ეს? ამ შემთხვევაში სენ ჟიუსტი აჭარბებს რობესპიერს, ხოლო ბაბეფი თავად სენ ჟიუსტს აღემატება. მაშინ პლატონის მილიტარიზებული კომუნიზმი უკან ჩამოგვრჩებოდა?
კლასიკური "რესპუბლიკანიზმის" მანია საფრანგეთის რევოლუციის დროს ისე გამძაფრდა, რომ სენ ჟიუსტს შეეძლო დაეწერა: "რესპუბლიკური მთავრობა თუ ტერორს არ ეფუძნება, მაშინ იგი აუცილებლად ღირსებაზეა დაფუძნებული." და კიდევ: "ვაჭრობით დაავადებული ადამიანი ნამდვილი მოქალაქე ხდება. ადამიანის ხელები მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ მიწა დაამუშაოს და საომარი იარაღი ატაროს" [ციტატა მოყვანილია 3, გვ. 270]. ეს ძალიან ბევრია კომპლექსური სოციალური წესრიგისთვის, რომელიც კერძო საკუთრებას და გაცვლას ეფუძნება! რომაული იდეალი უტოლდებოდა სხვადასხვა სახის სოციალიზმის საპატიო პრივილეგიას. ჩვენ ამ საკითხებს უფრო ქვემოთ, სოციალური დაგეგმვის გარჩევისას დავუბრუნდებით.
ბასტია თავის შემოქმედებაში შედარებით ნაკლებად საზიანო ინტელექტუალურ შეცდომებსაც ეხება. ეს არასწორმა აზროვნებამ ან დაინტერესებული ჯგუფების უბრალოდ განსაკუთრებულმა შუამდგომლობამ გამოიწვია. აქ ჩვენ ვხვდებით უაზროდ წარმოშობილ მეტაფორებს, რომლებსაც პროტექციონისტები იყენებენ უცხოური საქონლის ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოსვლის აღსანიშნავად, ესენია "წარღვნა" ან "დაპყრობა" [2, გვ 116-119].
ბასტიამ ამ მეორეხარისხოვანი შეცდომების წინააღმდეგ გაილაშქრა ესეებში, როგორიც იყო სასანთლეების მკეთებლის პეტიცია უსამართლო კონკურენციის აღსანიშნავად (სოფიზმი, გვ 56-60). ბასტია სხვა კლასიკურ ნაშრომში თანამედროვე მიმდინარეობების წინააღმდეგ "გამოდის", რომლებიც პროტექციონისტურ მტკიცებას ეყრდნობიან და ამბობენ, რომ ვაჭრობა საზოგადოებას აღარიბებს [2, გვ 92-93]. ბასტიას საუკეთესო არგუმენტია: სარკინიგზო ხაზებზე წყვეტები იმიტომაა კარ-გი, რომ ეს პროცესი უფრო მეტ ლოკალურ დაგროვებას და ტვირთბრუნვას იწვევს. მაშინ საუკეთესო რკინიგზა "ნეგატიური რკინიგზა" იქნება, რომელიც ერთავად წყვეტილი მონაკვეთებისგან შედგება.
8. ძარცვის თეორია და პრაქტიკა
ბასტიამ კარგად იცოდა, რომ საჯარო პოლიტიკა მისატევებელ ინტელექტუალურ შეცდომებზე უფრო, მთავრობის მიერ მიზანმიმართულ დარღვევებს ეყრდნობა; დაცვის უზრუნველყოფიდან პრივილეგიების შექმნამდე. იგი ბევრს წერდა "მიტაცებაზე", რომლისთვისაც "ძარცვა" შესაფერისი თარგმანია". აზრს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძარცვას ცენტრალური ადგილი ეკავა, ბასტია და ჩაურევლობის პოლიტიკის მომხრე ფრანგი ლიბერალები ერთსულოვნად იზიარებდნენ. ბასტიას მიერ ამ ცნების გამოყენება მრავლისმეტყველი იყო.
მტკიცებებს, რომ ძარცვა იშვიათი მოვლენაა და ერთ ადგილასაა ლოკალიზებული, ბასტია პასუხობდა: "ადამიანი როგორ დადებითად და ოპტიმისტურადაც არ უნდა იყოს განწყობილი, იძულებულია აღიაროს, რომ ძარცვა მსოფლიოში დიდი მასშტაბებით ხდება და იგი ადამიანური ღონისძიებების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, ნებისმიერი სოციალური მეცნიერებისთვის – მით უმეტეს პოლიტიკური ეკონომიკისთვის – შეუძლებელია ამ ფაქტის უგულებელყოფა" [2, გვ. 129]. იქ, სადაც ძარცვამ ღრმად გაიდგა ფესვები, აღმოცენდა "სისტემა, რომელმაც დააკანონა ძარცვა და შექმნა ზნეობრივი კოდექსი, რომელიც ხოტბას ასხამდა ძარცვას [2, გვ. 130]. აქ შეიძლება ვინმემ შენიშნოს ცნობილი სუპერსტრუქტურული პრობლემის არამარქსისტული ფორმულირება.
ძარცვის უმთავრეს ფორმებს ომი, მონობა, თეოკრატია და მონოპოლია წარმოადგენდა. მონოპოლიის არსებობამ გაანადგურა "მომსახურებების ნებაყოფლობითი გაცვლა" [2, გვ. 132]. ყოველდღიური ქურდობა ყველგან სასჯელს ითვალისწინებდა, მაგრამ მებრძოლის მიერ ჩადენილ ქურდობას ეთიკა არ სჯიდა. ძარცვა ქვეყნის სახელია, რომელმაც დაიმსახურა "პატივისცემა, ცნობილად გახდომა და დიდება". მართალია, ზოგ ქვეყანაში მცირე პროტესტიც წამოჭრილა იმ ხალხისგან, ვისაც ძარცვავდნენ, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არასდროს ჰქონია [2, გვ. 133].
ძარცვა "მალთუსისეულ კანონს" ემყარებოდა: "მას გააჩნია მიდრეკილება, გაფართოვდეს მისივე არსებობის საშუალების პროპორციების მიხედვით და იცოცხლოს ამ საშუალებების ფარგლებში. ეს საშუალებები კი, არც მეტი არც ნაკლები, ადამიანთა ქონებაა". სახელმწიფო, რომელიც მის ბუნებრივ მისწრაფებებს მიჰყვება, გზადაგზა ანადგურებს კერძო მეწარმეობას, სიმდიდრეს, ბედნიერებას, დამოუკიდებლობას და პიროვნულ ღირსებას" [2, გვ. 141]. ზოგიერთ ერში ადამიანები "თავს დაკარგულადაც კი ჩათვლიან თუ თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ვინმე არ მართავთ" [2, გვ.143]. გასაკვირი არცაა, რომ ასეთმა ერებმა შედეგად სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლება მიიღეს, რამაც, თავისთავად, პოლიტიკური არასტა-ბილურობა გამოიწვია.
ძარცვის პროცესის სიღრმისეული ასახვის შედეგად, ბასტიამ სახელმწიფოს ცნობილი განმარტება ჩამოაყალიბა: სახელმწიფო – ეს არის დიდი წარმოსახვითი ერთობა, რომლის გამოყენებითაც ადამიანები ერთმანეთის ხარჯზე ცხოვრებას ცდილობენ" [3, გვ. 114]. "სახელმწიფოს პერსონიფიკაციის" ზრდადი ტენდენცია მუდმივად წარმოშობდა ბევრ უბედურებას და... რევოლუციებს [3, გვ. 146]. სოციალდემოკრატიული პარტიის 1848 წლის საარჩევნო პროგრამა, რომელიც გულისხმობდა "სახელმწიფომ მოქალაქეებისთვის უნდა გააკეთოს ბევრი და სანაცვლოდ მათგან ცოტა უნდა მიიღოს" მაშინდელ პრობლემას კარგად ასახავდა [ესეები, გვ. 149].
როცა საჯაროდ მსჯელობენ ასეთ სახელმწიფოზე, პოლიტიკოსები ასახელებენ მრავალ დადებითი ხასიათის ქმედებას, რაც, მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა აკეთოს: შრომის და მუშათა ორგანიზება, ეგოიზმის ამოძირკვა, კაპიტალის ქედმაღლობის და მედიდურობის ჩახშობა. ნაკელსა და ქათმის კვერცხებზე ექსპერიმენტების ჩატარება; ქალაქგარეთ რაიონების რკინიგზის ლიანდაგებით დაკვალვა, ნარგავების მორწყვა, მთებზე ტყეების გაშენება, ფერმების ჩამოყალიბება, ჰარმონიული სახელოსნოების შექმნა, ალჟირის დაპყრობა, ბავშვების გამოკვება, ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა, ასაკოვნებისთვის ცხოვრების შემსუბუქება, ქალაქის მოსახლეობის სოფლად გაგზავნა; ყველანაირი მრეწველობის მიერ მიღებული მოგების გათანაბრება, ფულის სარგებლის გარეშე გასესხება და თანაც მათზე, ვინც ამას მოისურვებს. მან ასევე უნდა გაათავისუფლოს იტალია, პოლონეთი და უნგრეთი. გააუმჯობესოს შესაკაზმი ცხენების ჯიში. წაახალისოს ხელოვნება; ავარჯიშოს მუსიკოსები და მოცეკვავეები. გაამკაცროს ვაჭრობა და, ამავდროულად, შექმნას სავაჭრო ფლოტი [3, გვ 140-141].
პოლიტიკური ძარცვის მრავალი ფორმა არსებობდა: "პირველ ყოვლისა, ჩვენ ყველა სახის ლიცენზია გაგვაჩნია. ვერავინ გახდება დამცველი, ექიმი, მასწავლებელი, კომისიონერი, სამთავრობო ბორკილების განმკარგავი, შუამავალი, ადვოკატი, ფარმაცევტი, მჭედავი, ყასაბი ან მცხობელი თუ კანონიერ შეზღუდვებს არ დაემორჩილება" [3, გვ. 181]. ლიცენზიების დაწესების შედეგი კი იყო (და არის კიდეც) ნაკლები კონკურენცია და მაღალი ფასები.
ბასტია განაგრძნობს: "შემდეგ მოდის ტარიფების შემოღების მეშვეობით ხელოვნური ფასის დაწესების მცდელობა". ეს აშკარად მომსახურებების ტოლფასიანობის განადგურებისკენ არის მიმართული. "შემდეგი ეტაპი არის დაბეგვრა. იგი ძალზე პოპულარული არსებობის საშუალება გახდა". საჯარო სამსახურში დასაქმების რიცხვი მუდმივად იმიტომ იზრდება, რომ ადამიანებს სურთ, მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს "ფიქტიურმა წარმონაქმნმა, სახელმწიფომ, რომელიც ხელფასიანი ბიუროკრატების ნაკრებს წარმოადგენს" [3, გვ. 182].
პროტექციონიზმი, გარდა იმისა, რომ ძარცვის მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენდა, გაცვლის სისტემაში სახელმწიფოს მიერ ჩარევის პრეცედენტსაც აყალიბებდა; იგი ხელს უწყობდა უფრო მეტად რადიკალურ პროგრამებსაც: "პროტექციონიზმი კომუნიზმის წინამორბედი იყო; ... იგი მისი პირველი მანიფესტაციაა [3, გვ. 114]. პროტექციონისტები მხოლოდ მაშინ აღელდნენ, როცა "მათი კერძო საკუთრების გაზიარების საკითხიც" დადგა დღის წესრიგში; სწორედ ამიტომ, მათ მესაკუთრეების დამცველი წიგნების გამოცემა დაიწყეს [3, გვ. 195].
მერკანტილისტურ შეცდომებზე შენებით, პროტექციონისტებს სურდათ იმპორტის დაბლოკვა და ექსპორტის ხელშეწყობა. ამგვარად, "პროტექციონისტური სისტემა და კოლონიური სისტემა ერთი და იმავე თეორიის ორ გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს. შენი ქვეყნის მოქალაქეებმა არ შეიძინონ საქონელი უცხოელებისგან და, ამავდროულად, აიძულო უცხოელები შენი მოქალაქეებისგან იყიდოს პროდუქცია, უბრალოდ, ერთი და იმავე პრინციპის ორი სხვადასხვა შედეგია. თუ ეს დოქტრინა სწორია, მაშინ: "ზოგადად კეთილდღეობა მონოპოლიებზე, ანუ საშინაო ძარცვასა და დაპყრობაზე, ანუ საგარეო ძარცვაზე ყოფილა დამოკიდებული [2, გვ. 87]. საშინაო კორპორატიზმს და შორეულ იმპერიას შორის კავშირი ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
ამერიკის შეერთებული შტატები იმიტომ აღორძინდა, რომ იქ სახელმწიფოს მიერ შედარებით დაბალი ხარისხის ძარცვას ჰქონდა ადგილი. მაგრამ იქაც კი, ადამიანურ ბედნიერებას ძარცვის ორი ინსტიტუტი ემუქრებოდა: მონობა და ტარიფები. ამ "ორ კანონიერ სასჯელს, რომელიც ძველი სამყაროს სამწუხარო მემკვიდრეობას წარმოადგენდა" შეიძლება იმ დროს შეერთებული შტატების ნგრევა გამოეწვია [3, გვ.59-60]. "გაბატონებული ილუზია.... რომ ერთმანეთის ხარჯზე ყველა კლასის გამდიდრებაა შესაძლებელი", სწრაფად მიიყვანდა კაცობრიობას იქამდე, რომ "ძარცვა უნივერსალური გახდებოდა მისი ორგანიზების საბაბით" [3, გვ. 61]. ძარცვის სამი შესაძლო გზა არსებობდა: "ნაწილობრივი ძარცვა", რომელიც შეზღუდულ ხმის მიცემის უფლებასთან იყო დაკავშირებული, "უნივერსალური ძარცვა, რომელიც უნივერსალურ ხმის მიცემის უფლებას ერთვოდა და "ძარცვის არარსებობა": - ლიბერალური იდეა, რომელიც "დღესაც არ არის ნათლად წარმოდგენილი [3, გვ.63].
მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკურად შეუძლებელი იყო, ფრანგი ხალხი დაჟინებით მიიჩნევდა, რომ "ხედავდა თუ როგორ იზრდებოდა სიმდიდრე მოსახლეობის მიერ ერთმანეთის გაქურდვის ხარჯზე" [2, გვ. 195]. ამგვარ პირობებში, რევოლუციაც კი ვერ იხსნიდა საფრანგეთს ასეთი მძიმე სახელმწიფო ძარცვისგან. ნებისმიერი წინასწარ დანახული რევოლუცია, შემდგომ სახელმწიფოს კიდევ უფრო გაფართოებას იწვევს [1, გვ. 453].
ბასტია იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა შეიძლება გამოთქვას მოსაზრება, რადგან მძარცველმა კლასმა სადმე უნდა დახარჯოს მონაგარი, ამისთვის იგი "მის მიერ გაძარცული კლასების დიდი რაოდენობით მომსახურებას საჭიროებს [1, გვ. 464]. ამას კი შეუძლია წარმოქმნას დასაქმება და ზოგადი სოციალური სარგებელი. ზედმეტია იმის თქმა, რომ ბასტიას არც კი უფიქრია ამ პროტო-ქეინზიანური მულტიპლიკატორის ეფექტზე (ჩვენ ამას ალბათ ისტორიის ლოქჰიდისეული თეორია უნდა ვუწოდოთ).
ბასტია აღნიშნავს, რომ ადამიანებს "არსებობის საშულებების დაცვა ორი გზით შეუძლიათ: ან უნდა შექმნას ისინი, ან მოიპაროს" [1, გვ. 479]. სწორედ ფრანც ოპენჰაიმერის ცენტრალური თეზისი იყო ეს და სწორედ ეს წარმოადგენდა მიზეზს თუ რატომ მიიჩნევდა იგი ბასტიას თავის წინამორბედად. იმის გასაგებად, თუ სხვადასხვა საზოგადოებებში რომელი გადაწონის – წარმოება თუ ძარცვა, ჯერ ამ საზოგადოებებს შორის არსებული განსხვავებები უნდა ვიპოვოთ. მაგალითად, ჰერბერტ სპენსერის მიერ შემოთავაზებული ტერმინები რომ გამოვიყენოთ, "ინდუსტრიულ" და "სამხედრო" საზოგადოებებს შორის განსხვავება დიდი იყო.
რა თქმა უნდა, მძარცველებმა ზოგიერთი რამის წარმოებაც უნდა დაუშვან. "ძარცვა" წარმოებასაც ითვალისწინებს. იმის მაგივრად, რომ კაცობრიობის სარგებლიანობა გაზარდოს, იგი ამცირებს მას და უფრო მეტიც, იგი დოვლათს უნაწილებს მათ, ვისაც ეს არ დაუმსახურებია [1, გვ. 480]. მძარცველებსაც გააჩნიათ დანახარჯები და დანაკარგები. მათ კარგად უნდა დაამუშაონ ძალის გამოყენება და სიცრუე. მაგრამ მათი წარმატება იმ წერტილამდე განიცდის წინსვლას, სანამ ეხმარებიან წარმოებას, რომლებსაც სხვები ვერ ართმევენ თავს.
ძარცვა ყველგანაა გავრცელებული. ბასტია აღნიშნავს, რომ დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, ერთსა და იმავე მიწაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. თანამედროვე პირობებში, ომი, ძარცვის უმაღლესი ფორმა, მძიმე ტვირთია მომავალი თაობებისთვის, რომელიც მათ გაზრდილი საჯარო ვალით ავსებს [1, გვ. 514]. იქ იყო ერთი რამ, რაც დაამტკიცებდა უფრო უარესს ვიდრე განზოგადებულ, ორგანიზებულ ძარცვას. ამ მუქარას "თემი" აიძულებდა: მსოფლიო გამაუმჯობესებელთა და სოციალური მგეგმავების პროგრამა.
9. სოციალური მგეგმავების საშინელი სამყარო
თვითმარქვია სოციალური მგეგმავების პროგრამები მცდარი შეხედულებების დასტას ეფუძნებოდა, რომელებიც ანტიკური სამყაროდან იღებდნენ სათავეს. რუსომ და მისმა თანამედროვე მოაზროვნეებმა ისინი კვლავ წინა პლანზე წამოსწიეს. საბედნიეროდ,"სოციალური მგეგმავები" საკუთარი ექსპერიმენტების დროს ადამიანურ ფაქტორს ვერ გამორიცხავდნენ. "თვით რუსეთშიც, სპარსეთსა და თათრების სახელმწიფოშიც, ადამიანებს გარკვეული მნიშვნელობა მაინც ენიჭებოდათ. თუ რუსეთის ხელმწიფე მოინდომებდა საგნებისთვის მორალური და ფიზიკური ბუნება შეეცვალა", ის უდავოდ დაკარგავდა ტახტს [1, გვ. 9-10]. ბასტიას, სამწუხაროდ, მაშინ არ შეეძლო სტალინის და მაოს იდეალისტური კარიერის წინასწარ განჭვრეტა.
იდეა, რომ ადამიანების და საზოგადოებების ფუნდამენტური ცვლა შესაძლებელიც იყო და სასურველიც, რუსოს მტკიცებიდან აღმოცენდა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მხოლოდ პირობით ერთეულს წარმოადგენდა. ბასტიას აზრით, რუსოს სოციალური კონტრაქტი იმის "საჩვენებლად" გამოდგებოდა, თუ რა მახასიათებლები გააჩნდა ხელოვნურ სოციალურ წესრიგს. მათ უმთავრეს იდეას წარმოადგენდა ის, რომ საზოგადოება ბუნებას ეწინააღმდეგებოდა; მათ სურდათ ისეთი გამოგონებების შექმნა, რომელსაც მთელი კაცობრიობა დამორჩილდებოდა; ხელოვნური სოციალური წესრიგის შემთხვევაში იკარგებოდა ფაქტის აღქმა, რომ კაცობრიობას მამოძრავებელი ძალა თავისთავადაც გააჩნდა; იგი ადამიანებს ყველაზე საბაზისო ნედლეულად მიიჩნევდა და სისტემა გადასცემდა მათ მოძ-რაობას, სურვილებს, გრძნობას თუ სიცოცხლეს; იგი ზოგ ადამიანს ადამიანურ რასაზე მაღლა აყენებდა – ეს არის საზოგადოდ მიღებული პრაქტიკა, რომელსაც სოციალური მგეგმავები იყენებენ. მართალია, გეგმები განსხვავდება, მაგრამ ყველა მგეგმავი ერთნაირია" [1, გვ. 17].
პოლიტიკური ეკონომიკისგან განსხვავებით, რომელმაც იცის, რომ "საზოგადოება წმინდა წყლის ასოციაციაა... და გაუმჯობესების უნარი გააჩნია, ისევე, როგორც ადამიანი აუმჯობესებს საკუთარ თავს, მგეგმავების "მცდარი მეცნიერება არ შეისწავლის მიზეზებს და შედეგებს შორის კავშირს... იგი არ იკვლევს მოქმედებების შედეგად წარმოშობილ კარგ და ცუდ შედეგებს და საზოგადოების მამოძრაველ ძალას უტოვებს იმის საშუალებას, რომ ამ უკანასკნელმა შეარჩიოს კურსი, რომელსაც მერე ადამიანები მიჰყვებიან" [1, გვ. 17 და 525]. "მგეგმავებს ბუნებრივი საზოგადოების მაგივრად ადამიანის გონების პროდუქტი, ხელოვნურად შექმნილი საზოგადოება სურთ [1, გვ. 526].
სოციალიზმი ანტიკური და თანამედროვე შეცდომების დაშიფვრად უნდა წარმო-ვიდგინოთ: "სოციალიზმი, ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის მსგავსად, რომლის საფუძველზეც იგი წარმოიშვა, მთავრობას და საზოგადოებას ერთმანეთში ურევს. სწორედ ამიტომაა, როცა ჩვენ არ გვსურს, რომ მთავრობამ რამე გააკეთოს, სოციალისტები ასკვნიან, რომ ეს რაღაც საერთოდ არ გვინდა რომ გაკეთდეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საჯარო განათლებას, ამგვარად ვეწინააღმდეგებით ყველა სახის განათლებას. ჩვენ უარვყოფთ სახელმწიფო რელიგიის არსებობას, ამიტომ ჩვენ არც ერთი რელიგიის არ გვწამს... ეს იმას ჰგავს ჭამის სურვილის არქონა რომ დაგ-ვაბრალონ, რადგან ჩვენ სახელმწიფოს მიერ მარცვლეული კულტურების გადამუშა-ვებას ვეწინააღმდეგებით" [3, გვ. 68].
რუსოს და რობესპიერის მიერ "რომაული" წარმოდგენის გაზიარებამ, რომლის მიხედვითაც თავისუფლება ბუნებრივი იყო, მაგრამ საკუთრება პირობით ერთეულს წარმოადგენდა, "უტოპისტების გასაქანს უკიდეგანო სივრცეს სთავაზობდა" და კიდევ უარესი, ეს ამ მეოცნებეებში ძალაუფლების წყურვილს ზრდიდა" [3, გვ. 104]. ამგვარი იყო სოციალური წყობის საშიშროება, მას განზრახული ჰქონდა, ანტიკური სპარტული ან რომაული იდეალი თანამედროვეობის შესაბამისად გადაეკეთებინა ან ჩაწვდომოდა ეგალიტარიანიზმის უტოპიურ ფორმას.
10. დასკვნა: ინტელექტის პესიმიზმი, ნების ოპტიმიზმი?
მე-20-ე და 21-ე საუკუნეების სტატიზმი ნამდვილად დააფრთხობდა ბასტიას, თუმცა, აუცილებელი არ იყო, რომ გაეოცებინა იგი. ძარცვის და სოციალური კეთილდღეობის ნაზავი პოლიტიკურად დაუმარცხებელია, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ბასტიას შეიძლება, თავისუფლად ვერ განეჭვრიტა თანამედროვე სტატიზმის სამოქალაქო საზოგადოებაში შეჭრის აშკარა მასშტაბი, მან მაინც სტატიზმის სინდრომის შედეგის საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა.
ბასტია წერს: "საკმარისია ერთხელ მაინც მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და უკვე ჩნდება ვარაუდი, რომ ის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება; და რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის საარსებო წყაროს დაცვის მიზნით, მათზე კი სხვა ადამიანები არიან დამოკიდებული, იგება სუპერსტრუქტურა, რომელიც მალე უზარმაზარ შენობას მოიცავს."
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრისთვის საჭირო რეფომის გატარება პოლიტიკურად რთული იყო: "როგორც კი მის განადგურებას მოინდომებ, ყველა პროტესტს გამოთქვამს. მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო შემდეგ გარემოებას. ერთი შეხედვით, ისინი, ვინც პროტესტს გამოთქვამენ, თითქოს უფლებამოსილნიც არიან, რადგან რეფორმის თანმხლები არეულობის ჩვენება გაცილებით იოლია, ვიდრე რეფორმის შემდგომი წესრიგის" [2, გვ. 176].
ეტიენ დე ლა ბოეტიეს მიერ შექმნილი ტირანის პორტრეტის მსგავსად, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მეგობარს და მოკავშირეს იძენს, თანამედროვე სახელმწიფოსაც ჰყავს კლიენტები, რომლებიც მობილიზდებიან დესტატიზმის გამოვლინების თავიდან აცილების მიზნით. ბასტია წერს: "ბოროტად გამოყენების მომხრეებს კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეუძლიათ; მათ შესწევთ ძალა, დაასახელონ კონკრეტული პიროვნებები, ისევე, როგორც მათი მომხრეები და თანამშრომლები, რომლებსაც ეს რეფორმა დააზიანებს – ამ დროს კი თავად რეფორმის გამტარებელს, რომელიც ყველას თვალში თაღლითია, შეუძლია მხოლოდ იმ საზოგადო დოვლათზე მიუთითოს, რომელიც თანდათანობით მიმოიფანტება მასაში. ამას კი, ცხადია, მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა არ შეუძლია" [2, გვ. 176].
სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა საზოგადოების დემორალიზაციას იწვევს. "მაგალითად, გლეხმა, რომელიც გვიან დაქორწინდა იმისთვის, რომ მრავალშვილიანობისთვის აერიდებინა თავი, ახლა იძულებულია, სხვების შთამომავლებს უაროს. ის ადამიანი კი, რომელიც მუდამ თავშეკავებულად ცხოვრობდა, ახლა გადასახადებს ნაძირლების სარჩენად იხდის. რელიგიური თვალსაზრისით, მისი თავშეკავება გამართლებულია, მაგრამ ადამიანურად რომ ვთქვათ, ასეთმა პიროვნებამ საკუთარ თავთან უნდა აღიაროს, რომ იგი უბრალოდ სულელია..." [1, გვ. 509]. სახელმწიფოს მიერ მიცემული მორალური შანსით, ძველი მორალური კოდექსით, სავარაუდოდ, მომავალი თაობები აღარ იხელმძღვანელებენ. რუსო ამ გზას უძღვებოდა. ბასტია მოგვითხრობს იმას, რასაც რუსო აცხადებდა: "ჩემი შვილების საჯარო განათლების ამარა მიტოვებით (რაც, ფაქტობრივად, დაობლებაა) ჩემს თავს პლატონის რესპუბლიკის წევრად მივიჩნევ." – ამასთანავე, მან შესაძლოა მიანიშნა ნიშანდობლივი შეუთავსებლობა პლატონის სოციალურ მილიტარისტულ სისტემაში [3, გვ. 264 და 247].
ჩარევა საზოგადოებრივი და პირადი ეთიკის ნგრევას გამოიწვევს. თუმცა, ვიღაცას შესაძლებელია წარმოუდგენლად მოეჩვენოს "რომ მთელი ერი თანხმდება სიმდიდრის ისეთი სახის ზრდაზე , როცა მოქალაქეები ერთმანეთს პარავენ." "ჩვენ ეს შეხედულება საფრანგეთში მთლიანად გავითავისეთ და მუდმივად ვხვეწთ და ვაუმჯობესებთ ურთიერთძარცვის მეთოდებს, რომლებიც ცნობილია სუბსიდიების და დამცავი ტარიფების სახელით" [2, გვ. 195].
ბასტია პასუხობს კითხვას, თუ როგორ შეიძლება თავისუფლების დამცველებმა განაგრძონ ბრძოლა ეკონომიკურად დამანგრეველი და სოციალურად დემორალიზებული სტატიზმის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ისინი უნდა ჩაუღრმავდნენ მორალის და პოლიტიკური ეკონომიკის საწყისებს. ცნობილი პოლიტიკური კლიშე, რომ "არ არსებობს აბსოლუტური პრინციპები", ტოლფასია განცხადების: "მე არ ვიცი, რომელია მართალი და რომელია მცდარი; წარმოდგენა არ მაქვს, რომელი მართავს – სიკეთე თუ ბოროტება. და თავს ასეთი შეკითხვებით არ ვიწუხებ. თითოეული კანონის უშუალო გავლენა ჩემს კეთილდღეობაზე გახლავთ ის ერთადერთი პრინციპი, რომელსაც მე ვაღიარებ" [2, გვ. 104].
ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივი წყობის პრინციპული დაცვის შინაარსს, რომელიც თავისუფალი გაცვლის და კერძო საკუთრების არსებობას ემყარება, ბასტია ირჩევს ორი ეთიკური სისტემის კვლავ გაერთიანებას, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებისკენ იყვნენ მიდრეკილნი. პირველი გახლავთ რელიგიური ეთიკა, რომელიც ძირითად საკითხებს ეხებოდა; მეორე კი – უტილიტარისტული ან ეკონომიკური ეთიკა, რომელიც პოლიტიკური ეკონომიკის დასკვნების შედეგად არსებობდა [2, გვ. 150]. "ეთიკის ეს ორი სისტემა მუდმივი ურთიერთბრალდებების ნაცვლად შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს, რათა ორივე მხარემ შეთანხმებულად შეძლოს ბოროტების აღმოფხვრა" [2, გვ. 153].
აქ ბასტია მიმართავს და, ჩემი აზრით, წყვეტს კიდეც, უფლებაზე დამყარებულ და შედეგობრიობის ანალიზს შორის არსებული არჩევანის უმძიმეს პრობლემას. ამ პრობლემაზე ლიბერტარიანულ წრეებში მოგვიანებით ბევრს დაობდნენ. პასაჟში, რომელიც შეიძლება კარგად დაუპირისპირდეს ჩვენს თანამედროვე კონსერვატორებს, რომლებიც მორალურ დაკნინებას ბაზრის არსებობას მიაწერენ, ბასტია ამბობს: "ის არაა საზოგადოება, თუ მას ჩვეული უმანკოება არ აქვს, მიუხედავად ამისა, კარგად რეგულირდება ეთიკის ეკონომიკური სისტემის მიერ (რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური ეკონომიკის ცოდნას ვგულისხმობ) და ეს უკანასკნელი რელიგიური მორალის პროგრესისთვის შესაძლებლობებს სთავაზობს [2, გვ. 154].
ბასტიასთვის მნიშვნელოვან მორალურ სწავლებას და ეკონომიკურ მეცნიერებებს შორის გადაულახავი კონფლიქტი არ არსებობდა. მისი სისტემა ითვალისწინებდა თეიზმს, თავისუფალ ნებას, ბუნებით სამართალს და ნებაყოფლობით სოციალურ ქმედებებს. თავისუფალ ნებაზე ბასტია წერდა, რომ მისი არსებობა ისედაც აშკარა იყო და არ საჭიროებდა (თუნდაც მის მიერ) დამტკიცებას. იგივე ეხება თეიზმს, სადაც მან, სხვა ეკონომისტებისგან განსხვავებით, უფრო მტკიცე დასაყრდენი იპოვა. შედეგად, იგი ამბობდა "ჩვენ ნაკლებად გვწამს ღმერთის, ვხედავთ რომ ბუნებით სამართალს მხოლოდ კატასტროფამდე მივყავართ, მიუხედავად ამისა, მაინც მოვუწოდებთ: ჩაურევლობა! ეს იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ნაკლები რწმენა გვაქვს საკუთარ თავში, და ვაღიარებთ, რომ ნებისმიერი ადამიანური მცდელობა, კანონების მოქმედება შეაჩეროს, უბრალოდ კატასტროფის დღეს კიდევ უფრო აახლოებს" [1, გვ. 487].
თავისუფალი საზოგადოების ასეთი სასოწარკვეთილი, არასრულყოფილი "დაცვა", რომელიც საბოლოოდ მაინც პესიმიზმზეა დამყარებული, არ იწვევს ბასტიას ინტერესს. ჰენრი ჰეზლითი წერდა: "ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად გამოვიყენოთ ბასტიას აზრები, იგი ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება."
1. Frederic Bastiat, Economic Harmonies
2. Frederic Bastiat, Economic Sophisms
3. Frederic Bastiat, Selected Essays on Political Economy
(ეს სტატია დაიბეჭდა ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ტომეულში "ინტელექტუალები და თავისუფლება" - ტომი 6)

2 comments:
ამდენი უცხო სიტყვა არსად მინახავს ერთად.
გმადლობ რომ გაეცანით სტატიას. თქვენთვის რა სიტყვაც გაუგებარი იყო, შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები აგიხსნათ რა რას ნიშნავს.
Post a Comment