
ეს სტატია რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, იმდენად მომეწონა რომ გადავწყვიტე მეთარგმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ინგლისური კარგად არ იცის... ვინც ფიქრობს, რომ ობამა უბრალოდ დემაგოგი სოციალისტია და მეტი არაფერი, მათთვის ეს სტატია ძალიან საინტერესო იქნება და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საკუთარი აზრის სისწორეში
ობამას კულტი
2009 წლის 23 ივლისი
ჟურნალ „ეკონომისტის“ ბეჭდვითი გამოცემიდან
თუ ბარაკ ობამა გააწბილებს საკუთარ მხარდამჭერებს, ამ უკანასკნელებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
2007 წლის იანვარში არკანზასის ყოფილმა გუბერნატორმა მაიქ ჰაქაბიმ თქვა რომ იმიტომ იღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომ კვლავ გაეცოცხლებინა „ჩვენი ეროვნული სულისკვეთება“. მხოლოდ იგი არ გახლდათ ვინც საბრეზიდენტო პასუხისმგებლობას ასე აფართოვებდა. რონ პოლის გამოკლებით, თითქმის ყველა სერიოზული კანდიდატი მაღალფარდოვნად საუბრობდა საკუთარ მიზნებზე. ჯონ მაქქეინმა თქვა რომ იგი საკუთარ თავს თედი რუზველთს ადარებდა, კაცს, რომელმაც „დიდებული ერის სული გამოკვება“. ჰილარი ქლინთონი წუწუნებდა რომ ამერიკას მიზნები არ გააჩნდა და რამდენიმე მათგანის მოწოდება შემოგვთავაზა. და მოდით ნუ დავივიწყებთ იმ ადამიანს ვის ჩანაცლებასაც ყველა ეს კანდიდატი ცდილობდა, ჯორჯ ბუში, რომელმაც დაგვპირდა, სხვა რაღაცეებთან ერთად, რომ „მსოფლიოს ეშმაკს მოაშორებდა“. ამგვარი გადაჭარბებული სიამაყით შეძრწუნებულმა, ლიბერტარიანელმა მკვლევარმა გენე ჰეალმა დაწერა „პრეზიდენტობის კულტი“, წიგნი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტების მიმართ ამერიკელი ხალხის არარეალისტურ მოლოდინებს აღწერს. წიგნი იმ დროს იწერებოდა, როცა ბარაკ ობამას კარიერა ჯერ კიდევ საწყის ფაზაში იყო, მაინც იგი აღწერს ფარული აბტრაქციით იმ ატმოსფეროს, რამაც უფლება მისცა ობამას წინ წამოწეულიყო.
ბატონმა ობამამ გამოიწვია მეტად მგზნებარე თავდადება ვიდრე ეს სხვა რომელიმე ამერიკელმა თანამედროვე პოლიტიკოსმა შეძლო. ადამიანები ყვირიან და ცუდად ხდებიან მის შეკრებებზე. ზოგს მაისური აცვია, რომელიც გვარწმუნებს რომ იგი „ერთადერთია“ და რომ „იესო კომუნის ორანიზატორი იყო“. ჟურნალ Newsweek-ის რედაქტორმა იგი დაახასიათა, როგორც „ქვეყანაზე მაღლამდგომი, სამყაროზე მაღლამდგომი; რაღაც ღმერთის მაგვარი“. იგი უცხოელების გულებსაც აღელვებს. Pew poll- მა ამ კვირის კვლევები გამოაქვეყნა სადაც გერმანელთა 93% მიიჩნევს, რომ იგი სწორ სვლებს გააკეთებს საერთაშორისო საქმეებში. მხოლოდ 14% ფიქრობდა იგივეს ბუშთან მიმართებაში.
შესაძლოა ბატონი ობამა შინაგანად მორჩილებს იმ პერსონალური კულტის არსებობას რომელიც მის გარშემო სუფევს. მაგრამ თავად მან ძლიერ შეაფიქრიანა იგი. როგორც კამპანიის მწარმოებელი, იგი დაგვპირდა რომ „შეცვლიდა სამყაროს“, „შეცვლიდა ამ ქვეყნას“ და კიდეც (ეკლესიაში ევანგელისტების წინაშე) „შექმნიდა სამეფოს აქვე, ჩვენს დედამიწაზე“. როგორც პრეზიდენტი, იგი მუდამ ავსებს დეტალებით საკუთარი ამბიციური სურვილების ნუსხას. იგი აღთქმას დებს რომ შექმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, განკურნებს კიბოს და შექმნის ატომური იარაღისგან თავისუფალ მსოფლიოს. 20 ივლისს მან რაღაც დიდი დაპირება გამოთქვა (გულდასმით გადახედვა მთლიანი ჯანდაცვის სისტემის), რაღაც დაუჯერებელი (ამერიკის კოლეჯების დასრულების ხარისხი უმაღლესი ყოფილიყო მსოფლიოში 2020 წლისთვის) და ისეთი რამ თქვა, რომელსაც პოლიტიკოსი უდაოდ ვერ შეასრულებს (მათემატიკა და მეცნიერება კვლავ „მაგარ საგნებად ექცია“).
დამაარსებელი მამები პრეზიდენტის თავმდაბალ როლს გულისხმობდნენ: დაიცვა ქვეყანა, როდესაც მას უტევენ, აღასრულო კანონი, მიჰყვე კონსტიტუციას — სწორედ ეს იყო ჩადებული. მაგრამ დროთა განმავლობაში, ბიუროკრატია გაიზარდა. 1956 წელს ქლინთონ როზიტერი, პოლიტიკის მკვლევარი წერდა რომ ამერიკელებს სურდათ ისეთი პრეზიდენტი რომელიც მათ ქვეყანას გაამდიდრებდა, რომელიც საშინაო საქმეებს გაუძღვებოდა, რომელიც წყალდიდობებს, ტორნადოებს და სარკინიგზო შეჯახებებს გაუმკლავდებოდა. რომელიც მათი ქვეყნის მორალური სპიკერი იქნებოდა და თავისუფალ მსოფლიოს წარუძღვებოდა. ოვალური ოფისის ოკუპანტი „ დაზვერვის დიდოსტატის, წინასწარმეტყველის, ვერცხლიფერი ეკრანის გმირის და მასების მამის კომბინაცია“ უნდა ყოფილიყო.
საზოგადოებრივი ხასიათი მას შემდეგ მეტად ცინიკური გახდა; ვოთერგეითმა გვანახა რომ პრეზიდენტები შეიძლება უნამუსო და ბოროტმოქმედები იყვნენ. მაგრამ ამერიკელებს კვლავ სურთ რომ მათი მთავარსარდალი იძლეოდეს ბრძანებებს. თანამედროვე პრეზიდენტისთვის არაგონებამახვილური იქნება ამგვარი რაღაცეების დაცვა, როგორიცაა ბიზნესციკლები, ისინი მისი კონტროლის მიღმა არიან. ასე რომ ზოგიერთი საეჭვო ძალას იყენებს, რომ შეხვდეს საზოგადოების უგუნურ მოლოდინებს. ზოგჯერ ადამიანები ამჩნევენ, რომ როდესაც ბატონი ბუში ირწმუნებოდა მძიმე მდგომარეობიდან უნდა გამოვსულიყავით და უნდა ჩაგვეწერა ყველა სატელეფონა საუბარი რათა დაგვეკავებინა ტერორისტები. მაგრამ ზოგჯერ ვერც ამჩნევენ ადამიანები ამას. მაგალითად, ჯორჯ ვ. ბუშს ქარიშხალი კატრინასგან პანიკურ თავისდაღწევაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ბუნებრივი კატასტროფებისთვის საპასუხო რეაქციის გამოვლენა უმეტესად ლოკალური პასუხისმგებლობაა. ამიტომ მან აიძულა კონგრესი მიეღოთ კანონი, რომელიც უფლებას მისცემდა პრეზიდენტს გამოეყენებინა არმია ბუნებრივი კატასტოფის, ეპიდემიის ან „სხვა პირობების“ მიერ გამოწვეული წესრიგის აღსადგენად. ეს ფედერალური ექსპანსიის საშიში გამოვლინება იყო.
ბატონი ობამა დაპირდა ხალხს რომ ბუშის იმპერიულ პრეზიდენტობას წერტილს დაუსვამდა. მაგრამ შეასრულა ეს პირობა? კარი მიუჯახუნა მის წინამორბედს იმის გამო რომ იგი გამოსცემდა „ხელმოწერილ უწყებებს“ , ახლა კი თავად იგივეს აკეთებს. იგი დაპირდა რომ დახურავდა ციხეს გუანტანამოს ყურეში, მაგრამ ამ კვირას კიდევ 6 თვე მოითხოვა იმისთვის რომ გადაეწყვიტა რა უყოს იქ არსებულ პატიმრებს. ამასობაში, მან ქალბატონ ქლინთონს მოუწონა საკვირველი აზრი, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს „ჩვენი ეკონომიკის მთავარსარდალი“, გაამაგროს ბანკები, დაითხოვოს აღმასრულებლები და ა.შ. ბატონი ჰეილი თვლის რომ ბატონი ობამა „მიდრეკილია ფედერალური ძალის ზრდისკენ უფრო მეტად ვიდრე ბოლო 50 წლის მანძილზე არსებული პრეზიდენტები“.
ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი პირდება იმაზე ბევრად მეტს ვიდრე მათ შეუძლიათ განახორციელონ. სწორედ ეს განაპირობებს მათ წარუმატებლობას. მაგრამ რადგანაც ობამას კულტმა მის მიმდევრებში ასეთი სიმაღლეები დაიპყრო, იგი განსაკუთრებულად გააწბილებს მათ და დარჩება გაწბილებული. ბატონი ჰეილი ვარაუდობს რომ იგი კარიერას დაასრულებს როგორც წარუმატებელი პრეზიდენტი, და „შესაძლოა ყველაზე ნაკლებად პოპულარული თანამედროვე ერაში“. ეხლა ბატონი ობამას რიგია რომ დაგვიმტკიცოს რომ ეს ყველაფერი ესე არ არის.
სტატიის ორიგინალი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

No comments:
Post a Comment